ვაშლის სიდრი

  • 3 საათი
  • მარტივი
  • 6

ვაშლის სიდრი

  • 3 საათი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

1 კგ ვაშლი გოლდენი, პინოვა ან რედ დელიშესი + 1 ცალი ვაშლი სერვირებისთვის

1 ცალი ფორთოხალი

½ ჭიქა შაქარი (სასურველია ყავისფერი)

3 ცალი დარიჩინის ჩხირი

1/2 ჩ.კ. მიხაკი

1/2 მუსკატის კაკალი

2 ცალი ანისის ვარსკვლავი


 

მომზადების ინსტრუქცია

ვაშლი გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული და დაჭერით მსხვილ კუბებად. მოათავსეთ მოზრდილ ქვაბში. დაუმატეთ ოთხად გაჭრილი ფორთოხალი, ყველა სანელებელი და შაქარი. დაასხით წყალი ისე, რომ ვაშლები კარგად დაიფაროს. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში 2 საათის განმავლობაში.

2 საათის შემდეგ მოხარშული ხილი ქვაბშივე დაჭყლიტეთ ხის კოვზით ან პიურეს საჭყლეტით და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 1 საათი, ამჯერად თავღია.

სიდრი გადაწურეთ საწურზე, ჭიქებში ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი ცოცხალი ვაშლი. მიირთვით თბილი. ვაშლის სიდრი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2 კვირამდე.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები