ვაშლის ძირითადი მასა
5 საშუალო ზომის ვაშლი
1/2 ლიმონის წვენი
კარამელის შიგთავსი
50 გრ. ქოქოსის ფანტელი
100 გრ. ფინიკი
1 ჩ.კ. დარიჩინი
50 გრ. ტაჰინი
მოსართავი თხილეულის ნამცეცები
50 გრ. მოხალული პეკანი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნიგვზით)
30 გრ. შვრია (გერკულესი)
30 გრ. ქოქოსის ზეთი
ძირითადი მასა:
ვაშლი გარეცხეთ და თხლად დაჭერით;
მოასხით ვაშლს ლიმონის წვენი, რომ ფერი არ შეიცვალოს.
შიგთავსი:
გამოაცალეთ ფინიკს კურკა და ჩაალბეთ ცხელ წყალში 10 წუთით;
დაატრიალეთ სამზარეულოს კომბაინში ქოქოსის ფანტელი, ფინიკი, დარიჩინი და ტაჰინი.
მოსართავი:
სამზარეულოს კომბაინში დაატრიალეთ შვრია და პეკანი, ოდნავ რომ დატყდეს;
ტაფაზე დაყარეთ შვრია-პეკანის ნამცეცები, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და ოდნავ მოხალეთ.
აწყობა:
ღრმა ჯამში* დააწყვეთ ვაშლი, ისე რომ ზედაპირი დაიფაროს, წაუსვით შიგთავსი თხლად, შემდეგ ისევ ვაშლი, შიგთავსი დაასე ვიდრე ინგრედიენტები გეყოფათ;
გამზადებული ვაშლი-შიგთავსის მასას ზევიდან დაადეთ თეფში და გადმოაბრუნეთ, რომ თეფზე გადმოიღოთ;
ზევიდან მოაყარეთ შვრია-პეკანის ნამცეცები;
დაჭერით და გემრიელად მიირთვით ყოველგვარი ცხობის გარეშე!
„ნამუს“ ვაშლის ღვეზელის ეს რეცეპტი ზამთრის ცივ დღეებს განსაკუთრებით უხდება. მას ცხობა არ სჭირდება და იმდენადმარტივი მოსამზადებელია, რომ შეგიძლიათ მომზადების პროცესში თქვენი პატარებიც ჩართოთ. ღვეზელი არ შეიცავსრაფინირებულ შაქარს და ხორბლის ფქვილს, თითოეული ინგრედიენტი გამოყენებულია გონივრულად, თავისი უნიკალურისასარგებლო თვისებების გამო.
ეს ნამცხვარი გამომცხვარიც ძალიან გემრიელია. ღვეზელის გამოცხობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯამი, რომლის გაცხელებაც შეიძლება და გამოაცხოთ ღუმელში 15 წუთით 180 გრადუსზე. მიირთვით თბილი.
ძირითადი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები
ვაშლი: შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაუმჯობესებისთვის;
ფინიკი: შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს.