2 პლანტას ვაშლი
½ ლიმონის წვენი
2 კვერცხი
110 გ შაქარი (სასურველია ყავისფერი)
130 მლ რძე
210 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
1 ჩ.კ დარიჩინი
1 ჩ.კ საცხობი პუდრი
კრემისთვის:
200 გ ნაღები (33-35%)
200 გ მასკარპონე
80 გ შაქრის პუდრი.
დაჭერით ვაშლი პატარა კუბებად. მოასხით ლიმონის წვენი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მაფინის ყალიბებში ჩაალაგეთ სპეციალური საცხობი ქაღალდები, ან ფუნჯით წაუსვით დამდნარი კარაქი, რომ არ მიიკრას.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ფაფუკი მასის მიღებამდე (ხელით), დაუმატეთ რძე და კარგად მოურიეთ.
გააერთიანეთ მშრალი ინგრედიენტები, აურიეთ. კვერცხის და რძის მასა ჩაასხით ფქვილში, კარგად გადაურიეთ, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან ცომს, დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი და ამოურიეთ. ცომი გაანაწილეთ ყალიბში, გამოგივათ 10 მაფინი.
აცხვეთ 25-30 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ხის წკირით.
როდესაც მაფინები გაგრილდება, მოვამზადოთ კრემი. სასურველი შედეგის მისაღებად, კრემის ინგრედიენტები უნდა იყოს ცივი. მიქსერით ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები და შაქრის პუდრი ერთად. უნდა მიიღოთ ფაფუკი მასა, რომელიც ფორმას შეინარჩუნებს. კრემი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ მაფინები, მოაყარეთ დარიჩინი.