ვარდისფერი პომიდორი - 5 ცალი
შაქარი - 450 გრ.
ვანილი – 30 გრ.
გარეცხილი პომიდორი უკანა მხრიდან ჯვრის ფორმით მსუბუქად დასერეთ, მოათავსეთ მდუღარე წყალში დაახლოებით 2-3 წუთით, რის შემდეგაც იოლად გააცლით კანს. პომიდორს სასურველია ამოაჭრათ გული და თესლები.
პომიდვრის დარჩენილი ნაწილები დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ქვაბში, წამოადუღეთ საშუალო ცეცხლზე და დაამატეთ შაქარი, ვანილი და ადუღეთ დაახლოებით 25-30 წუთი.
გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.