ჩერი პომიდორი – 4-5 ცალი
ნიორი – 1-2 კბილი
შავი შესქელებული ბალზამიკო
ყველი პარმეზანი – 30 გრ
ბაზილიკი ან შაშკვლავი
1/4 ლიმნის წვენი
ბაგეტის პური
ზეითუნის ზეთი
პური გავხუხოთ ზეითუნის ზეთთან ერთად. ცალკე ჯამში მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, გახეხილი ნიორი, ლიმონის წვენი ან ბალზამიკოს სოუსი და ცოტაოდენი მარილი.
მიღებული მასა მოვათავსოთ გახუხულ პურზე, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და სულ ბოლოს მოვასხათ შავი შესქელებული ბალზამიკო.