2 ნაჭერი პური
½ ავოკადი
მწიკვი ჰიმალაის მარილი
1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
3 ც. ჩერი პომიდორი
მიკრომწვანილი (გასაფორმებლად)
გახუხეთ პური ტოსტერში.
აუცილებლად შეარჩიეთ მწიფე, რბილი ავოკადო. გაჭერით შუაზე და რომელ ნაწილსაც კურკა შერჩება ის შეინახეთ (უკეთ ინახება). მეორე ნაწილიდან კოვზით ამოიღეთ ავოკადო და პატარა ფიალაში ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. დაუმატეთ მწიკვი მარილი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
გახუხულ პურზე დადეთ დაჭყლეტილი ავოკადო, ზემოდან დაადეთ შუაზე გაჭრილი პატარა ფერადი ჩერი პომიდორი (არაფერი შეედრება მათ გემოს).
შეგიძლიათ მორთოთ მიკრო მწვანილით ან ქინძის ფოთლებით.
შეგიძლიათ მოაფქვიოთ პილპილი.
სასარგებლო თვისებები:
ჩერი პომიდორი – შეიცავს წითელ პიგმენტს (lycopene), რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, მდიდარიავიტამინებით A, C, E, ასევე კალიუმით.
ავოკადო – მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, უჯრედისით და ვიტამინებით (ვიტამინი C, B5, B6, E), კალიუმით.
რჩევა: იმისათვის რომ ავოკადოს ტოსტი განსაკუთრებით სასარგებლო იყოს, შეარჩიეთ უგლუტენო პური.