ნაირფერი ჩერი პომიდვრები - 80 გრ.
მოცარელა - 60 გრ.
პენე პასტა - 150 გრ.
ნიორი - 1 კბილი
წითელი წიწაკა - 1 ცალი
ზეითუნის ზეთი
პირველ რიგში, მოვხარშოთ პენე, ადუღებულ მარილიან წყალში დასჭირდება 8-10 წუთი.
პარალელურად მსხვილად დაკეპილი ნიორი მოვბრაწოთ ზეითუნის ზეთში, ჩავაჭრათ დაჭრილი წითელი წიწაკა. როდესაც მოიბრაწება, დავამატოთ ჩერი პომიდვრები და მოხარშული პასტა პენე. თეფშზე, ან ტაფაშივე, მივაწყოთ მოცარელას ბურთები.