პომიდორი - 1-2 ნაჭერი
კიტრი - 1-2 ნაჭერი
არაჟანი - 2 ჩაის კოვზი
ჭვავის პური - 2 ნაჭერი
სალათის ფოთლები - 2-3 ცალი
წიწაკა
მარილი
გავხუხოთ პური.
არაჟანი მოვათავსოთ ფიალაში და გადავურიოთ მარილი, დაღერღილი წიწაკა და ერთი კბილი ნიორი.
მოვათავსოთ პურზე: სოუსი, პომიდვრის თხელი ნაჭერი, კიტრის თხელი ნაჭერი, სალათის ფოთლები და თავზე დავაფაროთ პურის მეორე ნაჭერი, ფრთხილად გავჭრათ და მივირთვათ.