კიტრი- 2 ცალი
ფერადი ჩერი პომიდვრები
ლიმონი-1/2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 4 სუფრის კოვზი
თაფლი - 1 სუფრის კოვზი
დიჟონის მდოგვი - 1 ჩაის კოვზი
ქლიავის ჩირი - 20 გრ.
გოგრის თესლი -10 გრ.
კიტრი და პომიდორი დაჭერით ლამაზ, საშუალო ზომის ნაჭრებად.
ცალკე მოამზადეთ სოუსი: ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი - კარგად აურიეთ მარილთან ერთად - შემდეგ დაუმატეთ მდოგვი და თაფლი, ისევ აურიეთ და დაჭრილ ბოსტნეულს მოასხით.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქლიავის ჩირი. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ მოხალული გოგრის თესლი და ცოტაოდენი შაშკვლავი.