მინი პიცები პომიდვრით და პესტოთი

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

მინი პიცები პომიდვრით და პესტოთი

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

ინგრედიენტები

ცომისთვის:

250 გ. ფქვილი

1 ჩ.კ. სწრაფი მოქმედების საფუარი

1 ჩ.კ. შაქარი

½ ჩ.კ. მარილი

150 მლ. თბილი წყალი

2 ს.კ. ზეთი

 

სხვა მასალა:

3 - 4 ცალი პომიდორი

120 გ. პესტო

150 გ. ყველი მოცარელა ან ჭყინტი სულგუნი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

შაშკვლავი


 

მომზადების ინსტრუქცია

პიცის ცომის მოსაზელად ყველა მშრალი ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში, კარგად აურიეთ. დაუმატეთ წყალი და ზეთი, მოზილეთ ერთგვაროვანი ტექსტურის ცომი. სუფთა ჯამს წაუსვით ზეთი, ჩადეთ ცომის გუნდა, გადაუსვით ცოტა ზეთი, დააფარეთ თავზე ნაჭერი ან პლასტიკი და დატოვეთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

როდესაც ცომის მოცულობა გაორმაგდება, შეგვიძლია დავიწყოთ ცხობა.

ვაცხელებთ ღუმელს 220 გრადუსზე. საცხობ ფირფიტას ვახურებთ ღუმელში.

ცომს ვყოფთ 8 თანაბარ გუნდად, ვაბრტყელებთ თითოეულს ფქვილის დახმარებით, დაახლოებით 15 სმ დიამეტრზე, ერთ ჯერზე 3 - 4 ცალი პიცა დაეტევა ფირფიტაზე. დანარჩენ გუნდებს ვინახავთ ნაჭრის ქვეშ.

შაშკვლავის და ნუშის პესტოს რეცეპტს პლანტას ვებ-გვერდზე იპოვით. სწორედ ეს პესტოა გამოყენებული ამ რეცეპტშიც, თუმცა სხვა ნებისმიერი პესტო შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვჭრით პომიდორს თხელ ნაჭრებად, გაბრტყელებულ ცომზე ვათავსებთ ყველს, 1 სავსე ჩაის კოვზ პესტოს, პომიდორს, ვასხამთ ზეითუნის ზეთს. ვაცხობთ 15-20 წუთი ან ვიდრე პიცები არ შეიბრაწება. გამომცხვარ პიცებს ვაყრით შაშკვლავის ფოთლებს.



 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები