ვარდისფერი პომიდორი - 5 ცალი
ჭარხლის ფოთლები - ნახევარი კონა
ყველი იმერული - 120 გრ.
არაჟანი - 1 სუფრის კოვზი
წვრილად დაჭერით ჭარხლის ფოთლები და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი, რომ წყალი სწრაფად გამოუშვას. ფოთლები კარგად გავწუროთ ხელით, შევურიოთ გახეხილი ყველი და არაჟანი.
პომიდვრების გული ამოვიღოთ და ჩავალაგოთ ჭარხლის ფოთლების მასა, მოვაყაროთ ზემოდან ყველი და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.