250 გრ. კუსკუსს დავასხათ 250 მლ. მდუღარე წყალი და დავტოვოთ დაახლოებით 10 წუთი.
პარალელურად დავჭრათ ჩერი პომიდორი და ყველი ფეტა პატარა კუბებად და დავკეპოთ ქინძი.
გაღვივებულ კუსკუსს მოვასხათ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი გემოვნებით, დავამატოთ დაჭრილი ჩერი პომიდორი და დაკეპილ ქინძში ამოვლებული ყველი ფეტა. და ბოლოს, ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ თეფშზე.