სალათა:
• 1-2 სიმინდის ტარო
• 1 შუშა კიტრი
• 100 გ სალათის ფოთოლი
• 1 ავოკადო
• 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
• ოხრახუშის და მწვანე ხახვის რამდენიმე ღერო
• მარილი და პილპილი გემოვნებით
ლავაშები:
• 250 გ პურსაცხობი ან უმაღლესი ხარისხის ფქვილი
• ½ ჩ.კ. მომენტალური საფუარი
• მწიკვი მარილი
• მწიკვი შაქარი
• 2 ს.კ. ზეთი
• 150 მლ თბილი წყალი
მაწვნის სოუსი:
• 150 გ გაწურული მაწონი
• ½ კიტრი
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი
• 1 პატარა კბილი ნიორი
• 4-5 პიტნის ფოთოლი
• მარილი გემოვნებით
მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ჯამში, დაუმატეთ თბილი წყალი და ზეთი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი ხელით ან რობოტ მიქსერში. ჯამს წაუსვით ზეთი, ჩადეთ ცომის გუნდა, გადაუსვით ცოტაოდენი ზეთი, დააფარეთ სუფთა ნაჭერი და დადეთ ასაფუებლად 1 საათით. გაახურეთ ტაფა. ცომი გაყავით 6 თანაბარ გუნდად და გააბრტყელეთ ცომის საბრტყელებლით. შეწვით უცხიმოდ ორივე მხრიდან. შეფუთეთ სუფთა ტილოში, რომ არ გახმეს და სირბილე შეინარჩუნოს.
წინასწარ მოხარშული ან გრილზე შემწვარი სიმინდი დანით გააცალკევეთ ტაროსგან, ყველა ინგრედიენტი დაჭერით და აურიეთ მოზრდილ ჯამში, შეაზავეთ მარილით და პილპილით.
მაწვნის სოუსისთვის გახეხეთ კიტრი მსხვილ სახეხზე და გადაუწურეთ ზედმეტი სითხე. მაწონს შეურიეთ გახეხილი კიტრი, ლიმონის წვენი, წვრილად დაკეპილი ნიორი და პიტნის ფოთლები, გემოვნებით შეაზავეთ მარილით.
მირთმევის წინ ლავაშში მოათავსეთ სალათა და მოასხით მაწვნის სოუსი.