200 გ გაწურული მაწონი
100 გ არაჟანი
12 მინი ტკბილი წიწაკა
2 - 3 ნიახურის ღერო
3 - 4 ღერო მწვანე ხახვი
1 პატარა ქილა კაპერი (60გ)
½ ლიმონის წვენი და ცედრა
2 სალათის ფოთოლი
3 ცალი მინი კიტრი
2 ღერო პიტნა
მარილი და პილპილი
გაწურული მაწონი და არაჟანი მოვათავსოთ მოზრდილ ჯამში, დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ლიმონის წვენი ცედრასთან ერთად და კარგად ავურიოთ.
წვრილად დავჭრათ მწვანილები და კიტრი, ჩავყაროთ მაწვნიან ჯამში, დავამატოთ კაპერი და კარგად გადავურიოთ.
წიწაკები გავჭრათ სიგრძეზე, ამოვაცალოთ თესლები. მაწვნის და ბოსტნეულის მასა გავანაწილოთ წიწაკებში და ხემსიც მზადაა.