⅓ ჭიქა ბულგური
1 წითელი ტკბილი წიწაკა
1 მწვანე წითელი წიწაკა
1 კიტრი
200 გ ნაირფერი ჩერი
½ ხახვი
½ ჭიქა მოხარშული ან კონსერვირებული ლობიო
50 გ რუკოლა, პიტნა და ოხრახუში
½ ლიმონის წვენი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი
მოხარშეთ ბულგური მარილწყალში, შეფუთვაზე დატანილი დროის მიხედვით.
დაჭერით ყველა ბოსტნეული და მოათავსეთ მოზრდილ ჯამში, დაუმატეთ გაგრილებული ბულგური, ლობიო, ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.
ამოურიეთ და გაანაწილეთ ლანჩბოქსებში.