წიწაკის ტკბილი სოუსი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

წიწაკის ტკბილი სოუსი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

10 ცალი ცხარე წითელი წიწაკა დეარდევილი
2 ს.კ. ზეთი (სიმინდის ან მზესუმზირის)
2 კბილი ნიორი
10 გ ნედლი კოჭა
1 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
75 გ თეთრი ღვინის ძმარი
125 გ შაქარი
150 მლ წყალი
2 ს.კ. მსუბუქი სოიოს სოუსი

მომზადების ინსტრუქცია

წიწაკები გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ რბილობი და თესლები, მოათავსეთ ჩოპერში ნიორთან ერთად და დაატრიალეთ, ვიდრე არ დაქუცმაცდება. თუ ცხარე ვერსიას აკეთებთ თესლების ნაწილი არ გადაყაროთ და წიწაკების მასას შეურიეთ. გირჩევთ, ცხარე წიწაკებთან ხელთათმანებით იმუშაოთ.

ქვაბით გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ დაქუცმაცებული წიწაკები და შუშეთ 2-3 წუთი. დაუმატეთ გახეხილი კოჭა, 2 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი სახამებელი და კარგად მოურიეთ. 
ჩაასხით ძმარი, წყალი, სოიოს სოუსი და ჩაყარეთ შაქარი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ, მასა უნდა შესქელდეს და გახდეს ბლანტი.
სოუსი გააგრილეთ და ჩაასხით სტერილურ ქილაში. მაცივარში ინახება 1 თვემდე.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები