3-4 ც. აფრიკული წიწაკა
2 საშუალო ზომის პომიდორი
1 წითელი ტკბილი წიწაკა
2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. წვრილად დაჭრილი კოჭა
½ ჩ.კ. მარილი (ან მეტი, გემოვნებით)
½ ჩ.კ. ჭიქა ზეთი
აფრიკულ წიწაკას ამოაცალეთ თესლები, ნაკლები სიცხარისთვის.
ყველა ინგრედიენტი ზეთის გარდა, მოათავსეთ საკვებ პროცესორში და დაატრიალეთ, რომ დაქუცმაცდეს, დაუმატეთ ზეთი და კიდევ ატრიალეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მასა გადაიტანეთ პატარა ქვაბში და შემოდგით დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ გადაიტანეთ სტერილურ ქილებში და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით შემწვარ ბოსტნეულთან, თევზთან ან ხორცთან ერთად.