ვარდისფერი პომიდორი – 1 კგ.
მაყვალი – 400 გრ.
ანისის ვარსკვლავი – 1 ცალი
მიხაკი – 1 ცალი
შაქარი – 100 გრ.
ცხარე წიწაკა – 1 ცალი
ძმარი – 350 მლ.
მარილი გემოვნებით
პომიდორი და მაყვალი დავჭრათ კუბებად და მოვთუშოთ ნელ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ერთი ცალი მიხაკი, ერთი ცალი ანისის ვარსკვლავი და შევაზავოთ ცხარე წიწაკითა და მარილით. შემდეგ კი დავუმატოთ 350 მლ. ძმარი.
ვურიოთ ნელ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში. გადავწუროთ და გავაციოთ.