ჯარდინიერა

  • 12 საათი
  • მარტივი
  • 6

ჯარდინიერა

  • 12 საათი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

600 გ ყვავილოვანი კომბოსტო (1 საშუალო თავი)

5 ტკბილი წიწაკა, წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი

1 თავი ხახვი

2 სტაფილო

3 მწვანე ცხარე წიწაკა

2 წითელი ცხარე წიწაკა

1/2 ჭიქა ზღვის მარილი

3 კბილი ნიორი

3 ჩ.კ. ხმელი ორეგანო

1 ჩ.კ. ახალდაფქული შავი წიწაკა

1 ჩ.კ. დაღერღილი წითელი წიწაკა

3 დაფნის ფოთოლი

1 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი

1 1/2 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი

მომზადების ინსტრუქცია

ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ ყვავილედებად, დანარჩენი ბოსტნეული დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, მოათავსეთ მოზრდილ ჯამში და დააყარეთ მარილი, ხელთათმანიანი ხელით კარგად აურიეთ. დაასხით იმდენი წყალი, რომ ბოსტნეული დაიფაროს, დაახურეთ ჰერმეტულად და შეინახეთ მაცივარში 12 საათით.

დანიშნული დროის გასვლის შემდეგ, ბოსტნეულს გადაუწურეთ მარილწყალი და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.

მოამზადეთ სანამი: აურიეთ წვრილად დაკეპილი ნიორი, ორეგანო, დაფქული წიწაკები, ზეთი და ძმარი, მასა გათქვიფეთ ან კარგად შეანჯღრიეთ ქილაში.

სტერილურ ქილებში გაანაწილეთ ბოსტნეული, დაფნის ფოთლები და დაფარეთ მომზადებული სანამით. ქილები შეინახეთ მაცივარში. 2 დღის შემდეგ მწნილი მზად არის. ჯარდინიერა მაცივარში ინახება 1 თვემდე.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები