250 გ ფერადი მინი ტკბილის წიწაკების მიქსი
150 გ მწვანე ცხარე წიწაკა
2-3 კბილი ნიორი
შაშკვლავის რამდენიმე ფოთოლი
1 სკ მარილი
600 მლ ბრინჯის ან ვაშლის ძმარი
500 მლ ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის)
კარგად გარეცხილი და გამშრალი წიწაკები დავჭრათ, მოვათავსოთ თასში და დავასხათ ძმარი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. დავუმატოთ მარილი და დავტოვოთ 24 საათით.
24 საათის გასვლის შემდეგ, მომზადების დაწყებამდე, შევარჩიოთ ქილა, რომელსაც თავსახური ჰერმეტულად ეხურება და გავასტერილოთ ღუმელში 130 გრადუსზე 15 წუთით.
წიწაკები გადავწუროთ და გადავიტანოთ გასტერილებულ ქილაში ნიორთან და შაშკვლავთან ერთად. ქილა გავავსოთ ზეთით და ჰერმეტულად დავახუროთ თავსახური.
შევინახოთ გრილ, ბნელ ადგილას ან მაცივარში. ინახება 2-3 თვის განმავლობაში.