კიტრის და ანანასის გასპაჩო

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

კიტრის და ანანასის გასპაჩო

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

1 ჭიქა ოთხკუთხედებად დაჭრილი კიტრი

1 ჭიქა ოთხკუთხედებად დაჭრილი ანანასი

½ ცალი ოთხკუთხედებად დაჭრილი ტკბილი მწვანე წიწაკა

½ ჭიქა ანანასის ახლად დაწურული წვენი

¼ ჭიქა ნიახურის ღეროს ახლად დაწურული წვენი

1 სუფრის კოვზი ლაიმის ან ლიმონის წვენი

მწიკვი მარილი

მომზადების ინსტრუქცია

პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით კიტრი, ანანასი და ტკბილი მწვანე წიწაკა. გამოწურეთ ანანასისა და ნიახურის ღეროების წვენი.

ყველა ინგრედიენტი დაატრიალეთ კომბაინში იმგვარად, რომ ერთგვაროვანი არ გახდეს (თითო სუფრის კოვზი დაჭრილი კიტრი და ანანასი შეინახეთ მოსართავად). მიღებული მასა ჩაასხით ფიალაში.

მორთეთ კიტრისა და ანანასის ნაჭრებით და მწვანე ფოთლებით (შეიძლება ნიახური, ბარამბო, ტარხუნა, პიტნა). ასევე, შეგიძლიათ მოასხათ ცოტაოდენი ცივად დაწურული ზეთი. 

 

სასარგებლო თვისებები:

კიტრი - დაბალკალორიულია და ხელს უწყობს ორგანიზმის ჰიდრატაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულის ცხელ დღეებში.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები