პლანტას ლანჩი - ავოკადოს და კიტრის ვრაპი

  • 25 წუთი
  • მარტივი
  • 2

პლანტას ლანჩი - ავოკადოს და კიტრის ვრაპი

  • 25 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

4 ლავაში ან ტორტია

2 კიტრი

1 ავოკადო

2 კვერცხი

3 ღერო კამა

½ მწვანე წიწაკა

½ წითელი ხახვი

1 ქილა თინუსი

მარილი, პილპილი გემოვნებით

120 გ მაწონი ან ბერძნული იოგურტი

½ ლიმონის წვენი

4 მოზრდილი სალათის ფოთოლი

მომზადების ინსტრუქცია

მოხარშეთ კვერცხი 10 წუთი.
კიტრი დაჭერით წვრილ კუბებად, დაჭერით ავოკადო, კვერცხი, კამა, ხახვი, წიწაკა და აურიეთ ყველაფერი ჯამში, დაუმატეთ გადაწურული თინუსი, მარილი, პილპილი, მაწონი და ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ლავაშზე დააფინეთ სალათის ფოთოლი, გაანაწილეთ კიტრის მასა და გადაახვიეთ.

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები