2-3 ვარდისფერი პომიდორი
400 გ საზამთრო (სასურველია უკურკო)
½ თავი წითელი ხახვი
100 გ ყველი ფეტა
50-100 გ რუკოლა და სხვა სალათის ფოთლები, სურვილისამებრ
¼ ჭიქა მოხალული, დაჭრილი ნუში
მარილი, პილპილი გემოვნებით
ზეითუნის ზეთი, წითელი ღვინის ძმარი გემოვნებით
პიტნის და ბაზილიკის ფოთლები
დავჭრათ ხახვი თხელ ნაჭრებად და გავაჩეროთ ცივ წყალში.
დავჭრათ საზამთრო და პომიდორი თანაბარი ზომის კუბებად.
ჯამში მოვათავსოთ სალათის ნაირსახეობა, ქაღალდზე შემშრალი ხახვი, პომიდორი და საზამთრო, მოვასხათ ზეთი და ძმარი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ავურიოთ. გავაჩეროთ მაცივარში 15 წუთით.
დავადოთ ყველის კუბი, მოვაყაროთ ნუში, პიტნა და ბაზილიკი.
გემრიელად მიირთვით!