ხახვის მურაბა
2 ც. დიდი თეთრი ხახვი
200 გ შაქარი
დაღერღილი წიწაკა
ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი
დარიჩინის ჩხირი
ანისის ვარსკვლავი
მარილი
ზეთი
სუფლე
100 გ კარაქი
100 გ ფქვილი
400 გ რძე
3 ც. კვერცხი
300 გ გახეხილი ყველი (გაუდა, ემენტალი ან სხვა მსგავსი ყველი)
50 გ პარმეზანი
მარილი
დაღერღილი წიწაკა
მუსკატის კაკალი
ხახვის მურაბა
ქვაბი ან ღრმა ტაფა გაახურეთ, დაასხით ზეთი და დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ ჟულიენებად (მოგრძო თხელი ნაჭრები) დაჭრილი ხახვი. გამჭირვალე რომ გახდება დააყარეთ შაქარი და გაგრძელეთ მომზადება. დროდადრო მოურიეთ. რომ გაოქროსფერდება დაამატეთ დარიჩინის ჩხირი, ანისის ვარსკვლავი, ხმელი წითელი წიწაკა და ცოტა მარილი. კაშკაშა ოქროსფერი რომ გახდება დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვენი. მალევე გამორთეთ (შეინახეთ მაცივარში 10 დღე).
სუფლე
კარაქი და ფქვილი მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე, ერთგვაროვანი მასა რომ გახდება დაამატეთ თბილი რძე, მარილი, პილპილი და ცოტა მუსკატის კაკალი. დაამატეთ კვერცხის გული, კვერცხი რომ მომზადდება (დაახლოებით 1 წუთში) დაამატეთ გახეხილი ყველი და გადმოდგით ქურიდან.
ამოიყვანეთ მიქსერით კვერცხის ცილა და ნელნელა შეურიეთ გაგრილებულ ყველის სოუსს.
სუფლეს ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი (ან გახეხილი პარმეზანი) ძირზე და გვერდებზე, ჩაასხით სუფლეს მასა და გამოაცხვეთ ღუმელში 190 გრადუსზე 25-30 წუთი.
გამომცხვარ სუფლეზე ზემოდან მოათავსეთ ხახვის მურაბა.