1 ატამი
400 გ ნაირფერი ჩერი
100 გ ტკბილი წიწაკა
1 ლაიმის წვენი
½ წითელი ხახვი
½ ჰალაპენიო5-10 გ ქინძი
მარილი გემოვნებით
2 ცალი ბურატა
4 ნაჭერი პური
ხასხასა და არომატული, სეზონური სალსა პომიდვრით და ატმით, ფანტასტიკური ლანჩია ბურატასთან და გახუხულ პურთან ერთად.
ატამი გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბებად. პომიდორიც დავჭრათ იმავე ზომის კუბებად და ავურიოთ ჯამში. დავამატოთ დაჭრილი წითელი ხახვი, ჰალაპენიო, ქინძი, მარილი გემოვნებით. მოვასხათ ლაიმის წვენი.
პური გავხუხოთ და ავაწყოთ გემრიელი ლანჩი - თეფშზე მოვათავსოთ სალსა, ბურატა და გახუხული პური, გემრიელად მიირთვით!