საზაფხულო როლი ბოსტნეულით

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

საზაფხულო როლი ბოსტნეულით

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

სტაფილო – 1 ცალი

კიტრი – 1 ცალი

სალათის ფოთოლი – 30 გრ.

პიტნის ფოთლები – 15 გრ.

იისფერი კომბოსტო – 60 გრ.

სოიოს სოუსი – 50 მლ.

მიწის თხილის კარაქი – 50 გრ.

ჯანჯაფილი – 2 გრ.

ბრინჯის ფირფიტა – 4 ცალი

მომზადების ინსტრუქცია

ბოსტნეული დაჭერით წვრილ და მოგრძო ნაჭრებად – სტაფილო, კიტრი, ცოტაოდენი სალათის ფოთოლი, პიტნის ფოთლები, ცოტაოდენი იისფერი კომბოსტო.

ბრინჯის ფირფიტები ჩადეთ წყალში 10 წამით და დააფინეთ სველ თეფშზე, ან დაფაზე. ფირფიტებზე დაალაგეთ ბოსტნეული  და გადაახვიეთ, შემოუკეცეთ ბოლოები და მიეცით ოვალური ფორმა.

სოუსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოიოს სოუსში გახსნილი 1 ჩაის კოვზი მიწის თხილის კარაქი და ცოტაოდენი ჯანჯაფილი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები