რეჰანის ყინული:
2 ც. კიტრი
2 ც. პომიდორი
5 გ რეჟანის ფოთოლი
1 ჩ.კ. მარილი
გამომცხვარი პომიდორი და სალსა:
2 ც. ვარდისფერი პომიდორი
6 ც. ჩერი პომიდორი
20 გ ზეითუნის ზეთი
10 გ კახური ზეთი
10 გ წითელი ღვინის ძმარი
1 ც. წითელი ხახვი
1 კბილი ნიორი
5 გ რეჰანი
მარილი გემოვნებით
წიწაკა ცოცხალი ან დაღერღილი გემოვნებით
რეჰანის ყინული
კიტრი და პომიდორი დაჭერით და დააბლენდერეთ რეჰანის ფოთლებთან და მარილთან ერთად დაახლოებით 30 წამი. მიღებული მასა გადაიტანეთ წვრილ საწურზე და გააჩერეთ 30 წუთი მაცივარში. წვენი გადაიტანეთ ყინულის ფორმაში და გაყინეთ.
გამომცხვარი პომიდორი და სალსა
ჩერი პომიდორი შეწვით ზეთში კარგად გახურებულ ტაფაზე დაახლოებით 1 წუთი. ვარდისფერ პომიდორს გააცალეთ კანი, ამოაცალეთ გული და დაჭერით პატარა კუბებად. ასევე წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი, წიწაკა და რეჰანი და ყველაფერი ერთმანეთში გადაურიეთ. მოაყარეთ მარილი, მოასხით კახური ზეთი და ძმარი.
ღრმა თეფშზე დააწყვეთ გამომცხვარი პომიდორი, სალსა (შეგიძლიათ შეურიოთ წინასწარ დამწნილებული ჩერი პომიდორი) და რეჰანის ყინული. მოაყარეთ კარამელიზებული ნიგოზი, თხილი და რეჰანის ფოთლები