ამბობენ, რომ სამყარო ხუთი ელემენტისგან შედგება: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და სივრცე (ეთერი). ამ ელემენტებთან ურთიერთობის სახე და სიხშირე განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას. სხეულის 70% წყლისგან შედგება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის წყალი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ პოსტში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა როლი აქვს წყალს ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში.
თანამედროვე ადამიანი სითხეს მრავალი ფორმით იღებს. ბევრი, წყლის ბუნებრივი სახით მიღებას, გადაეჩვია კიდეც. წყალს ხშირად ვანაცვლებთ ისეთი სასმელებით როგორიცაა ჩაი, ყავა, წვენი, გამაგრილებელი სასმელები. თუმცა, ისინი წყლის შემცვლელები არ არიან. არა და, წყლის მიღება აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
წყლის თვისებების თაობაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული და ითვლება, რომ წყალს მეხსიერება ახასიათებს. ის, თუ რა გზას გაივლის წყალი და როგორი შეფერხებები შეხვდება მას, სანამ ჩვენამდე მოაღწევს, აისახება მის მოლუკულურ თვისებებზე. მაგალითად, წყალი სანამ ონკანში მოხვდება, დიდი ძალით ასკდება მილებს, აკეთებს ბევრ მკვეთრ შემობრუნებას და სხვა. ასეთი წყლის პირდაპირ ჩამოსხმა და დალევა არ არის სასარგებლო, რადგან მისი მოლეკულები ქაოტურ რეჟიმში იმყოფებიან.
იმისათვის, რომ წყალი სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის, უმჯობესია ღამე ჩაასხათ ჭურჭელში (ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის გარდა), ასე “დაასვენოთ” და მეორე დღეს მიირთვათ. ნახავთ, გემოზეც კი უკეთესი იქნება. წყლის დალევისას ჭიქა ორივე ხელით დაიჭირეთ და ეცადეთ პოზიტიური შეგრძნებებით დატვირთოთ იგი. შეიძლება ეს უაზრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ, თუ სენსიტიური ხართ, იგრძნობთ განსხვავებას. ინდოეთში, მაგალითად, წყალს სანთელს უნთებენ და ყვავილებითაც კი რთავენ, რათა იგი პოზიტიური “აურით” დატვირთონ. ისინი თვლიან, რომ ასეთი წყალი სულ სხვანაირად მოქმედებს ორგანიზმზე.
გავრცელებული თეორიის თანახმად დღეში მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ. ჩემი აზრით კი, ყველამ საკუთარ ორგანიზმს უნდა მოუსმინოს და მიიღოს იმდენი წყალი, რამდენიც ნამდვილად სჭირდება მას. წყალი არ არის წამალი, რომ ყველას ერთი დოზა შეესაბამებოდეს. დღეში 3 ლიტრი წყლის დალევისას შეიძლება ყოველ 15 წუთში საპირფარეშოში სირბილი მოგიწიოთ!
წყლის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის მარტო დალევით არ შემოიფარგლება. ძალიან კარგია ბანაობა აუზში, ზღვასა და მდინარეში, შხაპის მიღება ყოველი ძილის წინ.
ძილის წინ წყლის გადავლება არა მარტო ორგანიზმისთვის, არამედ გონებისთვისაც სასარგებლოა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღის მანძილზე ხალხთან გაქვთ ურთიერთობა და ქვეცნობიერად და უხილავად ბევრ არასიჭირო ინფორმაციას და “აურას” იზიდავთ. შხაპი დაგეხმარებათ ამისგან გათავისუფლებაში და, შესაბამისად, შეძლებთ უფრო მშვიდად დაიძინოთ. უმჯობესია ოდნავ გრილი წყალი გადაივლოთ, – დილით გაცილებით გაგიადვილდებათ ადგომა. ძალიან ცხელი წყლით ბანაობა ზედმეტად ადუნებს ორგანიზმს და, შესაბამისად, გაღვიძებაც უფრო რთული ხდება.
ჯანმრთელობის სხვადახვა პრობლემა შეიძლება მოიგვაროთ, თუ წყალს სწორი ფორმით და საჭირო ოდენობით მიიღებთ.