ნიორი – 8 კბილი
პასტა – 300 გრ.
პასტის ნახარში წყალი – 150 მლ.
ზეითუნის ზეთი – 100 მლ.
პარმეზანი – 100 გრ
დაღერღილი წიწაკა
პილპილი
ოხრახუში (გემოვნებით)
მარილი
მარილიან წყალში მოვხარშოთ პასტა შეფუთვაზე მითითებულ დროზე 2 წუთით ნაკლებ დროში.
ტაფაზე მოვშუშოთ ნიორი, სანამ არ გაოქროსფერდება, დავუმატოთ წიწაკა, პილპილი და პასტის ნახარში წყალი.
პასტა ვშუშოთ 1 წუთი, ბოლოს დავუმატოთ პარმეზანი, მარილი და კიდევ ცოტა ზეთი.