ვარდისფერი ან რომაული პომიდორი – 2 ცალი
ხახვი – 1 ცალი
ნიორი – 2 კბილი
ლიმონი – 1 ცალი
მწვანე წიწაკა – 1 ცალი
ლობიო – 200 გრ.
იოგურტი – 50 გრ.
ავოკადო – 1 ცალი
ზეთი – 10 მლ.
ქინძი – 30 გრ.
ლავაში – 1 ფირფიტა
მარილი
პილპილი
ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვშუშოთ ხახვი. დავუმატოთ ლობიო და ბოლოს ერთი კბილი ნიორი.
ვარდისფერი ან რომაული პომიდორი დავჭრათ წვრილ კუბებად, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მწვანე წიწაკა და ხახვი.
ავოკადო დავჭყლიტოთ და დავუმატოთ მარილი, პილპილი, ნიორი და ლიმონი.
აწყობა: მრგვალად ამოჭრილ ლავაშს დავადოთ შემწვარი ლობიო, პომიდვრის სალსა, ავოკადო. ბოლოს შეგვიძლია მოვასხათ იოგურტი ან არაჟანი და მოვაყაროთ ქინძი.