250გ მუხუდო (მოხარშული)
250გ სატაცური
1 ს.კ. ტაჰინი
1 ცალი ლიმონი (წვენი და ცედრა)
1 ჩ.კ. მარილი
½ კბილი ნიორი
½ ჩ.კ. ძირა
2 ს.კ. მუხუდოს ნახარში წყალი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
დაღერღილი წიწაკა
250გ მოხარშული მუხუდოს მისაღებად, დაახლოებით 100გ მუხუდო ჩაალბეთ მთელი ღამით წყალში და ხარშეთ 1-2 საათის განმავლობაში. მუხუდო უნდა დარბილდეს და ხელში ადვილად მოიჭყლიტოს.
სატაცური 2-3 წუთით ჩაყარეთ ადურებულ წყალში. გამოიყენეთ ძირითადად ღეროს ზედა მაგარი ნაწილები, გაყვავილებული მხარე კი შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში და ისე მიირთვათ. მდუღარე წყლიდან ამორებული სატაცური ჩაყარეთ წინასწარ მომზადებულ ყინულიან ჯამში - ამით ხარშვის პროცესი შეჩერდება, სატაცური კი ნუტრიენტებსა და ხასხასა მწვანე ფერს შეინარჩუნებს.
ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ და ჰუმუსი მზადაა.
სატაცურის ჰუმუსი შეგიძლიათ წაუსვათ პურს, ან მიაყოლოთ ბოსტნეულს ან სალათს.
გემრიელად მიირთვით.
სატაცური ამ სეზონის საგანძურია - მისი სეზონი მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება, ამიტომ, სასურველია, რაც შეიძლება ხშირად მივირთვათ. სატაცური მდიდარია უჯრედისით, მასში უხვადაა კალიუმი, თიამინი, ვიტამინი B6 და ფოლიუმი.
სატაცურით ბევრი კერძის მომზადება შეიძლებ, თუმცა სატაცურის ჰუმუსი განსაკუთრებულია - სატაცური კლასიკურ ჰუმუსს ამსუბუქებს და მას ხასხასა მწვანე ფერსს და არაჩვეულებრივ გემოს ანიჭებს.