წითელი აჯიკა

  • 20 წუთი
  • მარტივი

წითელი აჯიკა

  • 20 წუთი
  • მარტივი

ინგრედიენტები

250 გ წითელი ცხარე წიწაკა

50 გ ნიგოზი

1 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. ხმელი ქინძი

1 ჩ.კ. უცხო სუნელი

1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი

1 ჩ.კ. მარილი

მომზადების ინსტრუქცია

წიწაკა გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლებისგან. დაჭერით დიდ ნაჭრებად და დააქუცმაცეთ კომბაინში ყველა ინგრედიენტთან ერთად, ერთიანი მასის მიღებამდე. ჩაასხით ქილაში და შეინახეთ მაცივარში. 


წითელი აჯიკა საკმაოდ ცხარეა. შეგიძლიათ გაურიოთ მაიონეზს, ტაჰინს ან ზეითუნის ზეთს და ძალიან არომატულ დრესინგს მიიღებთ. იდეალურია საკვებში გამოსაყენებლადაც. 

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები