2 ც. სიმინდის ტარო
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1/3 ტკბილი წითელი წიწაკა (ოთხკუთხედებად დაჭრილი)
½ ჭიქა ქინძი (წვრილად დაჭრილი)
¼ ცხარე მწვანე წიწაკა (ან ჰალაპენიო) - თუ ცხარე გიყვართ (წვრილად დაჭრილი)
1 ც. ლაიმის ან ლიმონის წვენი და ცედრა
½ ჩ.კ. კუმინი ან ძირა
½ ჩ.კ. პაპრიკა
¼ ჩ.კ. პილპილი
¼ ჩ.კ. ვარდისფერი მარილი
2 ს.კ. ქეშიუს კრემ-ყველი + 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
50 გ ტოფუ - ხელით დაფშვნილი
სიმინდის ტაროს მარცვლები ჩამოვაჭრათ დანით. ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი, დავყაროთ სიმინდის მარცვლები და მოვბრაწოთ, დაახლოებით 5 წუთი. გადავიტანოთ ჯამში და შევაგრილოთ. დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. კარგად ამოვურიოთ, რომ სიმინდის ყველა მარცვვალი სოუსით დაიფაროს. 1-2 საათის შემდეგ კიდევ უფრო გემრიელი ხდება, რადგან გემოები მეტად უჯდება. შეგიძლიათ დახურული მინის ქილით შეინახოთ მაცივარში 1-2 დღის განმავლობაში.