ფერადი ტკბილი წიწაკა – 3-3 ცალი
ნიგოზი – 80 გრ.
1 ჩ/კოვზი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი
მწიკვი მუსკატი
1 ჩაის კოვზი ძმარი
ქინძი – 10 გრ.
ნიორი - 2-3 კბილი
ცხარე წიწაკა
მიკრომწვანილები გასაფორმებლად
ფერადი ტკბილი წიწაკა მდუღარე წყალში ჩავყაროთ და ერთი-ორჯერ წამოვადუღოთ ისე, რომ არ ჩაიხარშოს და მხოლოდ მოიწალოს.
შემდეგ გავწუროთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. ცალკე დავნაყოთ რამდენიმე კბილი ნიორი, ნიგოზი, მარილი, ცხარე მწვანე წიწაკა.
ნიგოზი რომ აფუვდეს, ცოტა გადადუღებულ წყალში გავხსნათ, დავამატოთ ძმარი და ფრთხილად შევაზილოთ წიწაკებს სათითაოდ.
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, შეგიძლიათ გააფორმოთ მიკრომწვანილებითაც.