ქინოას მაფინები ცხარე წიწაკებით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 6

ქინოას მაფინები ცხარე წიწაკებით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

180 გ Მოხარშული ქინოა

3 კვერცხი

30 გ ისპანახი

15 მწვანე ხახვი

60 გ ყველი ფეტა

2 ს.კ გოგრის თესლი

2 ს.კ ზეითუნის ზეთი

2 კბილი ნიორი

1 მწვანე წიწაკა

1 წითელი წიწაკა

მწიკვი მარილი


 

მომზადების ინსტრუქცია

ქინოა მოხარშეთ, სასურველია წინა დღეს. ქინოას და წყლის პროპორცია 1:2-თან, იხარშება 15-20 წუთს.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

ისპანახი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, ყველი დაჭერით კუბებად.

გააცხელეთ ტაფა, გამოაშრეთ გოგრის გული რამდენიმე წუთს. გაათავისუფლეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით წვრილად დაჭრილი ნიორი და წიწაკები 5 წუთს. დაუმატეთ ისპანახი და ხახვი, მოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი.

ერთმანეთში აურიეთ ქინოა, გოგრის გული, ისპანახი-ხახვის მასა ტაფაზე დარჩენილ ზეთთან ერთად. Დაუმატეთ ყველი, მარილი გემოვნებით.

ცალკე ჯამში მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი. Დაასხით ქინოას, კარგად ამოურიეთ და გაანაწილეთ მაფინის ყალიბებში. Ყალიბებში წინასწარ ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი ან წაუსვით კარაქი, რომ არ მიიკრას.

აცხვეთ 20-25 წუთი.

მაფინები მიირთვით თბილი, მწვანე სალათთან ერთად.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები