სტაფილო – 3 ცალი
ვაშლი – 2 ც.
შაქარი – 100 გრ.
მარილი – 5 გრ.
ტიმიანი – 2 გრ.
მწვანე წიწაკა – 1 ცალი
მდოგვი – 5 გრ.
ზეთი – 10 მლ.
მწვანე ხახვი – 5 გრ.
თეთრი ხახვი – 1 ცალი
ნიორი – 1 კბილი
მწყრის კვერცხი – 1 ცალი
ძმარი – 5 მლ.
ჯანჯაფილი – 5 გრ.
ლიმონი – 1 ცალი
3 ცალი სტაფილო მოხარშეთ ორთქლზე 15-20 წუთის განმავლობაში. როცა სტაფილო ცოტა დარბილდება, ჩაყარეთ ცივ წყლაში და გაციების შემდეგ 2 ცალი დაჭერით პატარა კუბებად. 1 ცალი მოხარშული, გაციებული სტაფილო დააბლენდერეთ ზეთთან ერთად.
კუბებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი, ნიორი, წიწაკა, ძმარი და სუნელები ერთმანეთში გადაურიეთ. ცალკე დაჭერით გათლილი ვაშლი კუბებად, დააყარეთ შაქარი 1:1/3 პროპორციით. დავასხათ ცოტა წყალი და წამოვადუღოთ, სანამ სითხე არ გასქელდება. დავუმატოთ წიწაკა, ლიმონის ცედრა და წვენი და წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი.
პარარელურად, მწყერის კვერცხის გულს დავაყაროთ 5 გრ მარილი, 10 გრ შაქარი და დახეხილი ნიორი. გავაჩეროთ 30 წთ, შემდეგ გავავლოთ ცივ წყალში.
გაფორმება – მრგვალ ფორმაში თავდაპირველად ჩავდოთ კარამელიზებული ვაშლი, შემდეგ კუბებად შეზავებული სტაფილო და ბოლოს დავადოთ კვერცხის გული.