1 კგ. ნაირფერი ჩერი პომიდორი
სოუსი:
8 ც. წითელი ტკბილი წიწაკა (მოზრდილი)
1 ც. ლიმონი
3 კბილი ნიორი
1 ჩკ პაპრიკა
1 ჩკ სუმახი
ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
მარილი
სერვირებისთვის:
ოხრახუში
1-3 ც. ცხარე მწვანე წიწაკა
ადუღებულ წყალში ვათავსებთ დაჩხვლეტილ ჩერი პომიდვრებს 1-2 წუთით და გადაგვაქვს ყინულიან წყალში. ვაყოვნებთ სრულ გაგრილებამდე და გაგრილებულ პომიდვრებს მარტივად ვაცლით კანს.
პარალელურად ვამზადებთ ტკბილი წიწაკის სოუსს: ვაბლენდერებთ ყველა ინგრეიენტს და მიღებულ მასას ვასხავთ კანგაცლილ პომიდორს. კარგად გადავურევთ და სერვირებისას მოვაყრით ოხრახუშსა და ცხარე წიწაკის ნაჭრებს.