ბროკოლი - 200 გრ.
მიწისთხილი - 30 გრ.
სოიოს სოუსი - 40 მლ.
თაფლი - 10 გრ.
გარგრის ჩირი - 10 გრ.
ქლიავის ჩირი - 10 გრ.
დაღერღილი წიწაკა
ბროკოლი გაასუფთავეთ, დაჭერით, მოათავსეთ გახურებულ ცხიმწასმულ ტაფაზე და მოწალეთ. მოასხით სოიოს სოუსი და თაფლი. მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა, წვრილად დაკეპილი მიწისთხილი, ჩირეული და კარგად მოშუშეთ.
სერვირება შეგიძლიათ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.