ფერადი ტკბილი წიწაკის სალათა, შეკმაზული ნადუღი, მჭადი

  • 90 წუთი
  • მარტივი
  • 3

ფერადი ტკბილი წიწაკის სალათა, შეკმაზული ნადუღი, მჭადი

  • 90 წუთი
  • მარტივი
  • 3

ინგრედიენტები

ტკბილი წიწაკის სალათა:

ფერადი ტკბილი წიწაკა - 500 გ

ცხარე წიწაკა - 1 ც

კახური ზეთი  - 30 გ

ზეთი - 30 გ

ნიორი - 1 კბილი

ქინძი - 5 გ

თეთრი ღვინის ძმარი - 10 გ

მარილი 

შეკმაზული ნადუღი:

ნადუღი - 500 გ

არაჟანი - 100 გ

ნიორი - 1 კბილი

ნახევარი ცხარე წიწაკა

პიტნა - 10 გ

მარილი, პილპილი

მჭადი

სიმინდის - 300 გ

წყალი - 300 გ

არაჟანი - 1 ჩკ.

მარილი

ზეთი

მომზადების ინსტრუქცია

ტკბილი წიწაკის სალათა

გახურებულ ტაფაზე ზეთში მობრაწეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ცხარე წიწაკა, მალევე დაამატეთ არათანაბრად დაჭრილი ფერადი ტკბილი წიწაკა, დაახლოებით ორ წუთში დაამატეთ ძმარი და გადმოდგით ქურიდან. მოაყარეთ მწვანილი და მარილი. მოასხით კახური ზეთი.

შეკმაზული ნადუღი 

ნადუღს გადაურიეთ არაჟანი და შეკმაზეთ დანარჩენი ინგრედიენტებით. 

მჭადი

მოზილეთ ცომი, დაასვენეთ მაცივარში 1 საათი,  საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი, ფუნჯით წაუსვით ზეთი.  მჭადებს მიეცით სასურველი ფორმა და გამოაცხეთ ღუმელში 200 გრადუსზე, გაოქროსფერებამდე,  დაახლოებით  35 წუთი. 
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები