ჭარხლის 5 ელფერი

  • 12 საათი
  • მარტივი
  • 6

ჭარხლის 5 ელფერი

  • 12 საათი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

I ელფერი: ჭარხლის მწნილი (სწრაფი მარინადი)

50 გ ძმარი

50 გ შაქარი

150 გ წყალი

15 გ მარილი

1 ც. ჭარხალი

ვარდის ხმელი ფოთლები (ან ასკილი)

½ თავი ნიორი

½ ც. ცხარე წიწაკა (ან დაღერღილი წიწაკა)

¼ ც. ლიმონი

სალბის ფოთოლი

ვარდისფერი პილპილის მარცვლები

პიტნა

 

II ელფერი: ჭარხლის ჩიფსი

1 ც. ჭარხალი

შაქარი (გემოვნებით)

მარილი (გემოვნებით)

 

III ელფერი: ჭარხლის მურაბა

1 ც. ჭარხალი

50 გ შაქარი

100 გ წყალი

დარიჩინის ჩხირი

ანისის ვარსკვლავი

¼ ლიმონი

 

IV ელფერი: ჭარხლის ნაყინი

1 ც. ჭარხალი

1 ც. ვარდისფერი პომიდორი

1 ც. ცხარე წიწაკა

1 კბილი ნიორი

100 გ ჭარხლის მარინადის წვენი

მარილი (გემოვნებით)

 

V ელფერი: ჭარხლის სალსა

1 ც. ჭარხალი

½ ც. წითელი ხახვი

1 კბილი ნიორი

წითელი ტყემალი

კახური ზეთი

მარილი (გემოვნებით)

მომზადების ინსტრუქცია

I ელფერი: ჭარხლის მწნილი (სწრაფი მარინადი)

ძმარი, შაქარი, წყალი და მარილი წამოადუღეთ. ქილაში ჩააწყეთ ნიორი, ლიმონი, სალბის ფოთოლი, ქინძი, ცოტა ვარდის ფოთოლი (ან ასკილი), წითელი წიწაკა, ვარდისფერი პილპილი და თხელ ნაჭრებად დაჭრილი ჭარხალი. დაასხით ცხელი მარინადი და შეინახეთ მაცივარში 24 საათი (მაცივარში ინახება 10 დღე. 

II ელფერი: ჭარხლის ჩიფსი

ჭარხლის თხელი ნაჭრები (რგოლებად დაჭრილი) 30 წამის განმავლობაში გააჩერეთ მდუღარე მარტივ სიროფში (1:1 წყალი და შაქარი). შემდეგ გადაიტანეთ პერგამენტზე, მოაყარეთ ცოტა მარილი და გააშრეთ დეჰიდრატორში (ჩირის აპარატი) ან ღუმელში 70 გრადუსზე 12 საათი. 

III ელფერი: ჭარხლის მურაბა

ჭარხალი დაჭერით თხელ ნაჭრებად (სასურველია ფორმიანი საჭრელით), წამოადუღეთ წყალი და შაქარი, ჩაამატეთ დარიჩინის ჩხირი და ანისის ვარსკვლავი, ცოტა მარილი. ცხელში ჩააწყეთ ჭარხლის ნაჭრები და ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი. ბოლოს მოასხით ლიმონის წვენი (ინახება მაცივარში 4-5 დღე). 

IV ელფერი: ჭარხლის ნაყინი

ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ, გადაიტანეტ ნაყინის ფორმაში და გაყინეთ.

V ელფერი: ჭარხლის სალსა

ჭარხალი დაჭერით პატარა თანაბარი ზომის კუბებად, წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, გადაურიეთ ერთმანეთში, მოასხით კახური ზეთი და წითელი ტყემალი, მოაყარეთ მარილი. 

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები