ბოსტნეულის დეტოქს სალათა

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ბოსტნეულის დეტოქს სალათა

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

ვარდისფერი პომიდორი – 230 გრ.
ტკბილი წიწაკა – 100 გრ.
ბაღის კიტრი – 120 გრ.
სალათა აისბერგი – 80 გრ.
მწვანე წიწაკა – 1 ცალი
ავოკადო – 1 ცალი
ზეითუნის ზეთი – 40 მლ
½ ლიმონის წვენი
თაფლი – 1 ჩაის კოვზი
შავი პილპილი – გემოვნებით


 

მომზადების ინსტრუქცია

გარეცხილი და გასუფთავებული ბოსტნეული დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

ცალკე კი მოვამზადოთ სალათის სანამი, რისთვისაც ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ და დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

ბოსტნეული ამოვავლოთ სანამში და მოვათავსოთ თეფშზე.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები