ბოსტნეულის სალათა მაროკოულად

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 2

ბოსტნეულის სალათა მაროკოულად

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

3 ცალი პატარა ბადრიჯანი

2 ცალი ვარდისფერი პომიდორი

2 ცალი ფერადი ტკბილი წიწაკა

2 კბილი ნიორი

½ წითელი ცხარე წიწაკა

⅓ ჭიქა ზეითუნის ზეთი

პიტნის და ქინძის ფოთლები

⅓ ჭიქა გაწურული მაწონი

½ ლიმონი

 

სანელებლები:

1 ჩ.კ ტკბილი პაპრიკა

⅓ ჩ.კ ძირა

მარილი

პილპილი

მომზადების ინსტრუქცია

ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად, გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე. ბადრიჯანი დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე ერთ ფენად, ფუნჯით გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი და შეწვით მზადყოფნამდე, დაახლოებით 15 - 20 წუთი.

ტკბილი წიწაკები მოწვით ცეცხლზე ყველა მხრიდან, ჩადეთ ჰერმეტულ ჭურჭელში და დატოვეთ რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ კანი მარტივად გაეცლება და ცეცხლზე მომზადებულის გემოც დარჩება.

პომიდორი გაჭერით ოთხად და გამოაცალეთ რბილობი (შეინახეთ სხვა სადილისთვის), დაჭერით პატარა კუბებად. გააცხელეთ ტაფა, დაასხით 2 ს.კ ზეითუნის ზეთი. პომიდორი, დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი წიწაკები მოშუშეთ მზადყოფნამდე, 15 - 20 წუთი. დაუმატეთ სანელებლები, მარილი და პილპილი გემოვნებით. მასა გააგრილეთ და შემდეგ ააწყვეთ სალათი.

ბადრიჯანი დააწყვეთ თეფშზე, მოალაგეთ ბოსტნეული, მოაყარეთ მწვანილი და მოასხით ლიმონის წვენი. მიირთვით გაწურულ მაწონთან ერთად.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები