კიტრის ჰუმუსი

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

კიტრის ჰუმუსი

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

1 ჭიქა მუხუდო, წინასწარ მოხარშული

1 კიტრი, დაჭრილი

2სკ ზეითუნის ზეთი

2სკ ტაჰინი

2სკ ლიმონის წვენი

1 მუჭი ისპანახი

1-2 ღერო კამა

1-2 ღერო პიტნა

½ კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი

½ ცალი მწვანე ცხარე წიწაკა, წვრილად დაჭრილი

½ ჩკ მარილი

მომზადების ინსტრუქცია

ჰუმუსი ძალიან მოხერხებული კერძია, სავსეა ცილებით, შეგიძლიათ გააგემრიელოთ სალათა, გადაუსვათ პურზე ან მჭადზე, ან ამოაწოთ ბოსტნეულის ჩხირები. ჰუმუსი მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, სხვადასხვა ინგრედიენტების გამოყენებით ის კიდევ უფრო სასარგებლო, გემრიელი და სახალისო შეგიძლიათ გახადოთ. 

ყველაფერი ერთად გათქვიფეთ კომბაინში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. რამდენჯერმე შეიძლება დაჭირდეს გვერდებიდან ჩამოფხეკა და ხელახლა დატრიალება.  გემრიელად მიირთვით. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები