კიტრის და პომიდვრის სალათა გურული სუნელით

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

კიტრის და პომიდვრის სალათა გურული სუნელით

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

400 გ პომიდორი

400 გ კიტრი

½ - 1 მწვანე წიწაკა

1 ჭიქა თხილი

1 ახალი ნიორი

½ კონა ქინძი

½ ჩ.კ. მსხვილი მარილი

2 -3 ს.კ. ძმარი

½ თავი წითელი ხახვი

მომზადების ინსტრუქცია

დანაყეთ თხილი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი ან დაატრიალეთ საკვების პროცესორში, ვიდრე არ დაქუცმაცდება.
დაჭერით ხახვი რგოლებად და გამოყენებამდე მოათავსეთ წყალში.
დაჭერით პომიდორი და კიტრი საშუალო ზომის ნაჭრებად. 
დაჭრილ ბოსტნეულს მოაყარეთ თხილის ნაზავი, ხახვი, მოასხით ძმარი და საჭიროებისამებრ დაამატეთ მარილი და პილპილი.

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები