ტორტია ფერადი ტკბილი წიწაკით

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 3

ტორტია ფერადი ტკბილი წიწაკით

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 3

ინგრედიენტები

1,5 კგ მინი ტკბილი წიწაკა – ზუპა, ტატინი და ტარტა

2 ს.კ ზეთი

მარილი

პილპილი

2 ლიმონი სერვირებისთვის

 

ტორტიას ცომი:

250 გ ფქვილი

მწიკვი მარილი

150 გ წყალი

3 ს.კ ზეთი

 

სალსა:

2 პომიდორი

3 ს.კ ტკბილი სიმინდი (კონსერვირებული)

½ თავი ხახვი

¼ ლიმონის წვენი

1 ს.კ ზეითუნის ზეთი

2 ჩ.კ ოხრახუშის ფოთლები

მწიკვი მარილი

 

სოუსი:

1 ავოკადო

1 კბ ნიორი

¼ ლიმონის წვენი

½ მწავნე ცხარე წიწაკა

2 ს.კ მაწონი

2 ჩ.კ ოხრახუშის ფოთლები

მწიკვი მარილი

მწიკვი პილპილი

დრესინგი

სალსას მოსამზადებლად პომიდორს ამოაცალეთ რბილობი (შეინახეთ სხვა კერძისთვის), დაჭერით კუბებად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, სიმინდი, ზეთი, მარილი, ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი და კარგად აურიეთ.

სოუსისთვის ყველა ინგრედიენტი დაატრიალეთ ჩოპერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მომზადების ინსტრუქცია

ტორტიას ინგრედიენტები ჩაყარეთ ჯამში, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, საჭიროებისამებრ დაამატეთ ფქვილი. ცომი ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ.

გუნდა გაყავით 9 თანაბარ ნაწილად, მოამრგვალეთ და შემდეგ თხლად გააბრტყელეთ ფქვილის დახმარებით.

გახურებულ, მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე შეწვით ტორტია ორივე მხრიდან 1-2 წუთი თითო მხარეს. შეინახეთ გამოყენებამდე.

ცხელ ტაფაზე დაასხით 2 ს.კ ზეთი, დაყარეთ სიგრძეზე დაჭრილი წიწაკები, შეწვით, ვიდრე კარგად არ შეწითლდება, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ტორტიებში ჩადეთ მობრაწული წიწაკა, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი სალსა და სოუსი, მოასხით კიდევ ცოტა ლიმონის წვენი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები