ჩერი პომიდვრის ჩირი

  • 8 საათი
  • მარტივი
  • 4

ჩერი პომიდვრის ჩირი

  • 8 საათი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

500გ პომიდორი ჩერი

2 კბილი ნიორი

150 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი

3-3 ღერო ბეგქონდარა და თავშავა

მსხვილი მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

გარეცხეთ და კარგად გააშრეთ პომიდორი, გაჭერით შუაზე და დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე ჭრილით ზემოთ. 
პომიდვრებს ფუნჯით გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, შედგით ღუმელში გამოსაშრობად 80 გრადუსზე 6-7 საათით. 
გამომშრალი და გაგრილებული პომიდვრები ჩაალაგეთ სტერილურ ქილაში, ფენებს შორის დაუმატეთ ნიორი და მწვანილები, ჩატკეპნეთ და დაასხით ზეითუნის ზეთი ისე, რომ პომიდვრები დაიფაროს. ინახება მაცივარში 3 კვირამდე.
პომიდვრების გამოყენება შეგიძლიათ სენდვიჩებში, სალათებში, პასტაში. ზეთი ძალიან არომატული ხდება და გამოიყენეთ სხვადასხვა დანიშნულებით - შესაწვავად, სალათების დრესინგად და ა.შ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები