ორნაირი ბრუსკეტა რომაული პომიდვრით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ორნაირი ბრუსკეტა რომაული პომიდვრით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

N1 კლასიკური ბრუსკეტები

1/2 ბაგეტი
300 გ რომაული პომიდორი
3 კბილი ნიორი
1 ს.კ ბალზამირებული ძმარი
1 ჩ.კ ხმელი ბაზილიკი
50 მლ ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით

N2 პესტოს ბრუსკეტები

1/2 გაბეტი
150 გ პესტო 
150 გ მოცარელას ბურთები
200 გ ჩერი პომიდორი

მომზადების ინსტრუქცია

N1 კლასიკური ბრუსკეტები

დაჭერით პომიდორი პატარა კუბებად, დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი 1 კბილი ნიორი, ხმელი ბაზილიკი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ და გააჩერეთ მინიმუმ 20 წუთი.     
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე, დაჭერით ბაგეტი, მოასხით ზეთი და შეაწითლეთ ღუმელში 10-15 წუთი.    
ხრაშუნა ბაგეტის ნაჭრებს წაუსვით გაჭრილი ნიორი და დაალაგეთ პომიდვრის მასა.

N2 პესტოს ბრუსკეტები

ბაგეტის ნაჭრები გამოაშრეთ ღუმელში, გადაუსვით ჯერ ნივრის კბილი, შემდეგ პესტო. დაალაგეთ ორად გაჭრილი მოცარელას ბურთულა და ჩერი პომიდორი.

გემრიელად მიირთვით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები