2 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა
2 ცალი პატარა პომიდორი
¼ ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
150 გ წყალი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ჩ.კ. ქეშიუს ყველი
მარილი და პილპილი გემოვნებით
შაშკვლავის რამდენიმე ფოთოლი მოსართავად
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
დაჭერით წიწაკა დიდ ნაჭრებად და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ნიორთან ერთად. მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცხვეთ ღრუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი მოხრაკეთ ცოტა ზეთში. დაუმატეთ ღუმელში გამომცხვარი წიწაკა და ნიორი, დაჭრილი პომიდორი და წყალი. იდუღოს დაბალ ცეცხლზე 5-10წთ. დააბლენდერეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
დაბლენდერებულს დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოურიეთ და ჩაასხით ფიალებში. თითოეულ პორციას ზემოდან დაუმატეთ ქეშიუს ყველი და მორთეთ შაშკვლავის ფოთლებით.