2 მწიფე ავოკადო
½ ლაიმის წვენი
½ ხახვი
1 კბილი ნიორი
1 საშუალო პომიდორი
2-3 ღერო ქინძი
მარილი, პილპილი გემოვნებით.
ჩოპერში დაატრიალეთ ავოკადო ლაიმის წვენთან ერთად, უნდა მიიღოთ კრემისებრი მასა.
წვრილად დაჭერით დანარჩენი ბოსტნეული და შეურიეთ ავოკადოს, მოაყარეთ მარილი და ახალდაფქული პილპილი. მირთმევამდე გააგრილეთ მაცივარში 1 საათით.
გუაკამოლეს მიირთმევენ ტორტიას ხრაშუნა ჩიფსებთან ერთად, თუმცა, უფრო ჯანსაღი ვერსიისთვის ღუმელში გამოაშრეთ ლავაში, რომელსაც წინასწარ დაჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად.
გუაკამოლეს მთავარი საიდუმლო მწიფე ავოკადოშია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ავოკადოს დამწიფების მარტივი ხერხი: მოათავსეთ ოთახის ტემპერატურაზე ვაშლებთან ერთად, შეამოწმეთ ყოველდღიურად, რადგან შესაძლოა, გადამწიფდეს კიდეც. 2-3 დღეში მიიღებთ სასურველ შედეგს, კრემისებრ, მწიფე ხილს. რბილი ავოკადო შეინახეთ მაცივარში, გამოიყენეთ 3-4 დღის განმავლობაში.