2 პატარა პომიდორი
1 კიტრი
1 ტკბილი წიწაკა
1 ჭიქა ოხრახუში (შეგიძლიათ სხვა მწვანილიც გამოიყენოთ)
2 სუფრის კოვზი მოხარშული ქინოა
2 სუფრის კოვზი ქინოას თესლი
½ ჩაის კოვზი ჰიმალაის ვარდისფერი მარილი
1 სუფრის კოვზი ლიმონი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა)
ტაბულე ლიბანური სალათია, რომლის ძირითადი ინგრედიენტებია კიტრი, პომიდორი, ბურგული და ოხრახუში. ნამუ ამსალათის სახეცვლილ ვერსიას გვთავაზობთ.
მოხარშეთ ქინოა. პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით კიტრი, პამიდორი და ტკბილი წიწაკა. დაჭერით მწვანილი, აურიეთ ყველაფერი ჯამში.
ამ სალათის ყველა ინგრედიენტი სასარგებლო თვისებების მატარებელია:
კიტრი – ჰიდრატაციის არაჩვეულებრივი საშუალება
პომიდორი – C ვიტამინის წყარო
ტკბილი წიწაკა – C და A ვიტამინის წყარო
მწვანილი – ვიტამინების და მინერალების წყარო
ქინოა – ბუნებრივად უგლუტენო, უჯრედისის და ცილების წყარო
გემრიელად მიირთვით და ჯანმრთელობას გისურვებთ!